ადამიანები შავებში უილ სმითის გარეშე

კიდევ ერთი ცნობილი ფრანჩიზა თავიდან დაიწყებს სიცოცხლეს. ტრილოგია „ადამიანები შავებში“  1997 წელს დაიწყო და დასრულდა 2012-ში.  ამ წელს პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ უკვე დროა ახალი ტრილოგია შექმნან.

ტრილოგიის პირველი ნაწილი სულ 90 მილიონი დაჯდა, მაგრამ მიიღო ოსკარი და შეაგროვა 589 მილიონი დოლარი. პირველი სერია აქამდე ითვლება სერიების საუკეთესო ნაწილად.

kinopoisk.ru

2002 წელს გამოვიდა „ადამიანები შავებში 2“ და სამწუხაროდ მხოლოდ 441 მილიონი დოლარი იშოვა. თუმცა  მესამე ნაწილი გაუშვეს 3D ფორმატში და, ამის წყალობით, ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 624 მილიონი შეაგროვა.

ფილმის პროდიუსერები და სტუდია Sony უკვე საუბრობენ ახალ ტრილოგიაზე მუშაობის დაწყებაზე, თუმცა, სავარაუდოდ, უილ სმითი ამ სერიებში მონაწილეობას აღარ მიიღებს .

Men-in-Black-3-poster-excerptდაველოდოთ რომელიღაცა 201XXX-ს წელს და ვნახოთ როგორი იქნება „ადამიანები შავებში“ ჩვენი საყვარელი გმირების გარეშე.

Leave a comment