Unfriended – ლეო გაბრიაძის ფილმი

რამდენიმე თვის წინ ინტენეტ სივრცეში გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო და სრულიად განსხვავებული ჟანრის ფილმის ტრეილერი.

ჩვენსთვის ეს ტრეილერი ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან ფილმის რეჟისორი ლევან გაბრიაძეა. დესკტოპ-ჰორორი, screen capture movie – ასე აღწერენ ფილმის შემქმნელები ჟანრს. მათი თქმით ეს ახალი სიტყვაა საშინელებების ისტორიაში და სულ სხვა შთაბეჭდილებებს დატოვებს მაყურებელზე, ვინაიდან ფილმის მთლიანი მოქმედება მხოლოდ კომპიუტერის ეკრანზე, სოც. ქსელებში ვითარდება.

ფილმმა ძირითადად დადებითი შეფასებები დაიმსახურა, როგორც მაყურებელზე ასევე კინოპრიტიკოსებზე და ერთ-ერთ ფესტივალზე სპეციალური ჯილდოც მიიღო ყველაზე ინოვაციური ფილმისათვის.

2015 წლის იანვარში ინტერენტში გამოჩენილმა ტრეილერმა ფურორი მოახდინა სოც ქსელში. ფილმის ტრეილერი ტვიტერის (Twitter) ისტორიაში ყველაზე პოპულარული ტრეილერი გახდა და ჩვენებების რაოდენობით გადაუჯოკრა “გრეის 50 ელფერის” ტრეილერსაც კი.

kinopoisk.ru

ფილმის შექმნელები დაუვიწყარ ჰორორს გვპირდებიან.

რეჟისორი: ლევან გაბრიაძე.

პროდიუსერი #1 – ტიმურ ბეკმამბეტოვი. რომელიც ჰოლივუდში უკვე საკმაოდ ცნობილია თავისი სპეცეფექტიანი ფილმებით.

პროდიუსერი #2 – ჯეისონ ბლუმი. რითია ცნობილი ეს ტიპი? სახელი ალბათ არ გეცნობათ, მაგრამ მის პროექტებს 100%-ით იცნობთ: “პარანორმალური მოვლენების” ყველა სერია, “ასტრალის” ყველა სერია, სინისტერი, ოუჯი, ჯესაბელი და კიდევ სხვა არანაკლებ პოპულარული საშინელებათა ჟანრის ფილმი.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ‘ერთ საღამოს მეგობრებს “სკაიპში” შემოუერთდა უცნობი სახელით Billy227. ყველა ფიქრობდა,რომ ეს კომპიუტერული ხარვეზი იყო, სანამ უცნობმა არ დაიწყო წერა.ბილს აინტერესებდა თუ ვინ იყო ინტერნეტში სკანდალური ვიდეოს გავრცელების ავტორი, რომელიც მათ თანაკლასელზე ლორა ბარნსზე იყო, რის გამოც გოგონამ თავი მოიკლა.მეგობრებს ეგონათ, რომ ადვილად გათიშავდნენ ჩატს, თუმცა ეს ადვილი არ აღმოჩნდა.”

ველოდებით, ველოდებით, და მის ნახვამდე სულ ცოტა დრო რჩება , ლევან გაბრიაძის ფილმი “Unfriended” ანუ “წაშალე მეგობრები” 16 ივლისიდან იქნება კინოთეატრებში

p.s. ფილმი გამოვიდა თუ არა, მაშინვე გამოცხადდა მეორე სერიის გამოსვლაც ^_^

11390038_858246540936647_8675903488097001819_n

Leave a comment