ჯერ არნახული ლეგენდა მეფე არტურზე

გაი რიჩის ახალი ფილმი  სულ მალე გამოდის დიდ ეკრნებზე. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს არ აქვს არც ერთი ოსკარი, ის მაინც აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რეჟისორად.

kinopoisk.ru

King Arthur: Legend of the Swor – ანუ “მეფე არტურის ხმალი” ფენტეზის სტილის ახალი მძარფსიუჯეტიანი ფილმია, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ლეგენდას არტურზე.

მეფე არტურის როლს ჩარლი ჰანემი ასრულებს. ამ მსახიობს ყველაზე არგად ვიცნობთ გახმაურბული სერიალიდან Sons of Anarchy. ასევე ვიხილეთ რამდენიმე ფილმში, მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ისარგებლეს Pacific Rim და  Crimson Peak.

kinopoisk.ru

საინტერესოა, რომ ფილმში ვიხილავ პოპი დელევინს (დიახ, დიახ კარას უფროსს დას)

british-model-socialite-poppy-delevingne-poses-during-photocall-german-designer-karl-lagerfelds

ერთ-ერთ მთავარ როლს ოსკარზე ორჯერ ნომინირებული ჯუდ ლოუ ასრულებს.

kinopoisk.ru

2014 წელს Warner Bros. თვითონ მიმართა გაი რიჩის და შესთავაზა ახალი ფილმის გადაღება, რომელიც დიდი ფრანჩიზის პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო. ფილმის პრემიერა თავდაპირველად 2016 წლის 22 ივლისს იყო დაგეგმილი თუმცა თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოო ჯამში გადაწყდა 2017 წლის 12 მაისი. ჩვენ კი ფილმის ნახვის საშუალება მსოფლიო პრემირამდე 1 დღით ადრე შეგვეძლება.

თუმცა პრემიერმდე 2 კვირით ადრე, საქართველოს კინოთეატრებმა მაყურებელს საჩუქარი გაუკეთა და მოაწყო დახურული ჩვენება, რომელსაც ესწრებოდა როგორც პრესა, ასევე ფილმის დიდი გულშემატკივრები.

This slideshow requires JavaScript.

ვინც უკვე ნახა ფილმი, ერთხმად აცხადებენ, რომ ეს ლეგენდის საუკეთესო ეკრანიზაციაა. იგრძნობა გაი რიჩის “ხელი” და სტილი.  ქასთის თითოეული წევრი შესანიშნავად ასრულებს თავის როლს. ველით 11 მაისს და ველით გაი რიჩის “მეფე არტურის ხმალს.

Leave a comment