Beauty and the Beast – კინოთეატრებში

“კონკიას” გამოსვლის შემდეგ ყველა მოუთმენლად ველოდებოდით, უკვე დაანონსებულს, დისნეის შემდეგ ზღაპარს. და აი, დადგა ეს თარიღიც და კინოთეატრებში გამოდის “მზეთუნახავი და ურჩხული”.

kinopoisk.ru-Beauty-and-the-Beast-2884963.jpg

დისნეის მულტფილმის გამოსვლიდან 26 წელი გავიდა და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ახლებულ ვერსიას ვიხილავთ.

ფილმის შინაარს არ მოვყვებით, ისედაც ყველამ მშვენივრად ვიცით ურჩხულის და უმშვენიერის ბელის თავგადასავალი. გადავავლოთ თვალი მთავარ მოქმედ გმირებს.

იცით თუ არა, რომ მზეთუნახავის როლზე დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა ამანდა სეიფრიდი, თუმცა საბოლოოდ დამტკიცდა ჰარი პოტერის ფრანჩიზის მთავარი მოქმედი გმირი ემა უოთსონი.

anigif_original-grid-image-29909-1485457543-6

ფილმში ურჩულის როლს დენ სტივენსი ასრულებს. მსახიობს კარგად ვიცნობთ სერიალებიდან “Legion” და “Downton Abbey”

anigif_original-grid-image-29710-1485457787-15

ნარცისი გასტონის როლში – ლიუკ ევანსს

anigif_original-grid-image-30539-1485458712-6

მზეთუნახავის მოხუცი მამა, მორისი – კევინ კლაინი

anigif_original-grid-image-23974-1485458923-17

წესრიგის მოყვარული კოგსვორტი (საათი)  – იენ მაქკელენი

anigif_original-grid-image-3228-1485458368-14

რომანტიკოსი ლუმიერი – იუენ მაქგრეგორი

anigif_original-grid-image-3164-1485458137-11

და, რათქმაუნდა, მოსიყვარულე მისის პოტსი – ემა ტომპსონი

anigif_original-grid-image-3057-1485457922-6

ბოლოს საინტერესო ფაქტსაც შეგატყობინებთ, ემა უოთსონი, ლიუკ ევანსი და ემა ტომპსონი ერთ დღეს, 15 აპრილს, არიან დაბადებულები. ემა – 1990 წელს, ლიუკი – 1979, ემა კი 1959-ში.

“მზეთუნახავი და ურჩხული” 16 მარტიდან გამოვიდა ჩვენს კინოთეატრებში. და ყველას ვურჩევ, არ გამოტოვოთ ამ წლის ყველაზე სანახაობრივი ზღაპარი!

Leave a comment